რეზონანსი
18.04.2020

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ გუშინ დილის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა.

მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში 50 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„როგორც იცით, გუშინ დილას საქართველოში იყო „კოვიდ-19“-ის 370 დადასტურებული შემთხვევა. დღეს დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გვაქვს 385. ასევე დაგვემატა გამოჯანმრთელებულებიც – შვიდი გამოჯანმრთელებული. ჯამში იყო 77 და გახდა 84. ამ გამოჯანმრთელებულებში 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია. დადასტურებულ შემთხვევებშიც ჩვენ უკვე გადავაცილეთ 100-ზე მეტ პაციენტს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×