რეზონანსი
18.04.2020

 „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ორი წლის წინ ერთ-ერთ გაჭირვებულ ოჯახს ბინის ქირის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა და მათ ამაში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე დაეხმარა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მეუფე მელქისედეკმა ბინის ქირა სულ რაღაც წუთებში გადაიხადა და ამის შემდეგ უჩუმრად გაქრა.

ცხომელიძე მეუფესთან მიმოწერის ამსახველ მასალასაც აქვეყნებს.

ჟურნალისტი ეპისკოპოსის დღევანდელ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითან მეუფე მელქისედეკი სააღდგომოდ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„2 წლის წინ პოსტი დავწერე, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე. მაშინვე მომწერა და მთელი თანხა ჩარიცხა, 2 წუთში. მაშინ არ გამისაჯაროვებია, თვითონაც უჩუმრად დაეხმარა და გაქრა, მაგრამ უნდა იცოდეთ. სულ ვაფასებიდი და ამ კრიტიკურ მომენტშიც არ გამიცრუა იმედი" - წერს თეონა ცხომელიძე საკუთარ Facebook-გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×