
ვერძი
ელოდეთ გაუთვალისიწინებელ სიტუაციებს, ამიტომ წინასწარ ნურაფერს დაგეგმავთ, იმოქმედეთ ვითარების, გარემოების შესაბამისად და ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს.
კურო
ახლა თქვენთვის მთავარი პირადი და ფინანსური საკითხებია, მაგრამ არ დაივიწყოთ რომ გაქვთ სხვა ვალდებულებებიც და ოჯახსაც მეტი ყურადღება ესაჭიროება.
ტყუპები
დროებით დაივიწყეთ თქვენი ამბიციები, ახლა დაპირისპირებების დრო არ არის, არაფრის მომტანია პრივილეგიებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლა, თქვენი ენერგია გარემოს ჰარმონიზაციისთვის გამოიყენეთ.
კირჩხიბი
თუ თქვენს პატივმოყვარეობასა და პრინციპებზე ამაღლდებით და გამოიყენებთ ახალ შესაძლებლობებს, შანსი გაქვთ მოაგვაროთ პრობლემები და დაასრულოთ გადადებული საქმეები.
ლომი
მატულობს გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა, რომელიც შემდეგში წაგახალისებთ ან საჩუქარსაც მოგიტანთ. პირად საკითხებში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, თუმცა ვარსკვლავები იღბალს გიწინასწარმეტყველებენ.
ქალწული
იყავით ფრთხილად და გახსოვდეთ, რომ ყველას ვერ მოეწონებით, რომ სხვებს ვერ შეცვლით თქვენი შეხედულებების მიხედვით და ყველას საქმეს საკუთარ თავზე ვერ იტვირთავთ.
სასწორი
სტრესულ სიტუაციებში მეტად მოუსმინეთ მეგობრებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი რჩევებით იხელმძღვანელოთ, არამედ იმისთვის, რომ ვითარებას სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ.
მორიელი
ლოცვა, მედიტაცია დაგეხმარებათ ნეგატივისგან, შურისა და არაკეთილმოსურნეებისგან თავის დასაცავად. ნუ შეეცდებით საქმეების ახლა გარჩევას, გადადეთ ყველაფერი სამომავლოდ, წინააღმდეგ შემთვევაში მოსალოდნელია გაუგებრობები და კამათი.
მშვილდოსანი
წონასწორობას მეგობრების მხარში დგმოთ შეინარჩუნებთ, ისინი დაგეხმარებიან თქვენი უნარების გაფერადებაში, იყავით მეტად ხელგაშლილი, კარგია დღეს ასევე ქველმოქმედება.
თხის რქა
ბავშები, ფული, ჯანმრთელობა, გაუთვალისწინებელი ამბები შფოთსა და მღელვარებას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მთავარია არ დაკარგოთ იმედი კრიზისულ სიტუაციაში და ყველა სირთულეს აუცილებლად გაართმევთ თავს.
მერწყული
არავითარ შემთხევვაში არ შეანელოთ ტემპი, იმოქმედეთ თქვენი მიზნისკენ, მართალია, არის სირთულეები, მაგრამ არ დაყაროთ ფარხმალი. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რაც შეგიძლიათ დღეს გააკეთოთ.
თევზები
მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, არ არის საჭირო დღეს ახალი მეთოდების დანერგვა და გამოყენება, მიჰყევით ნაცნობ და გამოცდილ ხერხებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე