
“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
“მთელმა მსოფლიომ რომ მიბაძოს ქართულ მართლმადიდებელ მრევლს, მაშინ კორონა ვირუსი არსად გავრცელდება! დებო და ძმებო, ასეთი წესრიგი, სიმშვიდე, სიყვარული რაც ახლა ეკლესიებში სუფევს არსად მინახავს! ასე რომ იცავდეს ხალხი რეკომენდაციებს ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში – დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, კორონა ვირუსი საერთოდ არ იარსებებდა საქართველოს ტერიტორიაზე!
ურჯულოებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ – მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მრევლმა, სასულიერო პირებმა მთელს სამყაროს ანახეს თუ როგორ უნდა ილოცო უფლის წინაშე და თუ როგორ უნდა დაიცვა მედიკოსების ყველა რეკომენდაცია!!! უფალმა დაგლოცოთ ქართველებო,დიდი მადლობა თქვენი საერო და სასულიერო ცხოვრების ჭეშმარიტი მაგალითისთვის! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!“
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე