რეზონანსი
20.04.2020

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დაზიანება საკუთარ დას მიაყენა. აღდგომის საღამოს, სავარაუდოდ, ურთიერდაპირისპირების შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დას მიაყენა დაზიანება. დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარში ბრალდებული უკვე დააკავა. გამოძიება მომხდარზე 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ორი ან მეტი ადამიანის მიმართ ჯანმრთელობის განხრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×