რეზონანსი
20.04.2020

ჟურნალისტი, ნინო ჯღარკავა, შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

”ვამტკიცებ, რომ იანვარში გადავიტანე კორონა თუ ჯანდაბა ამას! 30დეკემბერს, როცა ჩემი შვილი სიცხით, ხველებით და სისუსტით გადავიყვანე ბოჭორიშვილის კლინიკაში, სახლში მობრუნებული ჩავწექი და ჩავწექი, ჯერ სიცხე მქონდა 38, მერე ხველება საშინელი, მერე სახსრების ტკივილი, უენერგიობა, ფაქტიურად ვერ ვდგებოდი, სულ მეძინა. ვსვამდი მარტო "პარაცეტამოლს", მიყვარს ეს წამალი და დედაჩემის მომზადებულ ალოეს წვენს თაფლთან ერთად ხველებისთვის, 11 იანვრამდე ასე ვიწექი გაუნძრევლად. 

არც ექიმთან მივსულვარ, არც ფილტვები გამისინჯავს, ხველება დამიტოვა მერე კაი ორი თვე, ახლაც ხანდახან ვახველებ ხოლმე, მოკლედ ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ ჩემს სიცოცხლეში! რაც მთავარია დედაჩემი მაშინაც გვივლიდა მე და ჩემს შვილს და არ გადადებია! ჯვარი წერია… ჰოდა, გადავაგორებთ ამ კორონობას ნუ გეშინიათ!”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×