რეზონანსი
20.04.2020

საქართველოში დღეს კორონავირუსის მხოლოდ 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გავრცელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 399 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 93 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, კარანტინის რეჟიმშია - 4782,

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503.

ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების შემთხვევებმა მკვეთრად დაიკლო. 4 დღის წინ 38 შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ - 22, გუშინწინ - 18, გუშინ - 6, ხოლო ბოლო 24 საათში მხოლოდ 5 ახალი შემთხვევა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×