რეზონანსი
20.04.2020

ჩვენ გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლისადმი მიმართვის წერილში განაცხადა.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ ღვთითკურთხეულ შვილებს:

კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის თანაზიარნი გავხდით.

სრულიად საქართველოს ვულოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენ წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თავისი წყალობა მიჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×