რეზონანსი
20.04.2020

როგორც უკვე ცნობილი, წუხელ ღამით ტყვიას ემსხვერპლა ქალბატონი, რომელიც თავის სახლში ტელევიზორს უყურებდა.

"ალია" ესაუბრა მოკლული ქალის მეზობელს, რომელიც თვლის, რომ იგივე პირმა ტყვია ახალ წელს მის სახლსაც მოარტყა:

"წინა ახალ წელს, ასევე რამდენიმე მჭიდი დაცალეს ჩვენს ეზოში და ტყვია მოხვდა კონდიციონერს, რომელიც ფანჯრიდან სულ რაღაც 30 სანტიმეტრით არის დაშორებული.

ახალ წელს ფანჯრებთან ვერ მივდივართ და აივანზე ვერ გავდივართ, ტყვიების ზუზუნის ხმა ისმის.

ბედობა დღე იყო, დავრეკე პოლიციაში, ვუთხარი რომ კონდიციონერს მოხვდა ტყვია, რომელიც კონდიციონერში ჩარჩა და წამიყვანეს გაგარინის მოედანზე, პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილების უფროსი, აშკარად ნასვამ მდგომარეობაში, იჯდა მაგიდასთან, უყურებდა თურქულ სერიალს და მითხრა, რა გინდა, დალიეს, ისროლეს, რა ზიანი მოგადგა, კონდიციონერი გაფუჭდაო? დავწერე განცხადება, მხარზე ხელი მომითათუნეს და გამომიშვეს. დღემდე ის ტყვია ისევ ჩემ კონდიციონერშია, არავის ამოუღია, არავის შეუმოწმებია, მაქვს ეჭვი, რომ წინასწარვე იცოდნენ, ვინ ისროდა და იცოდნენ, რომ თანამშრომლის იარაღი ამოვარდებოდა. შესაბამისად, არ შეამოწმეს. ჩემ კონდიციონერში ჩარჩენილი ტყვია არის 9 მილიმეტრიანი, ანუ, იგივე მილიმეტრის, რაც არის "მაკაროვის" ტყვია. მე ბალისტიკურ და სხვა ტიპის ანალიზებს ვერ ჩავატარებ, ეგ პოლიციის საქმე იყო. ტყუილად გავატარე ბედობა დღე პოლიციაში ახლობლებთან ერთად, ტყუილად მქონდა იმედი, რომ გამოიძიებდნენ და მიიღებდნენ ზომებს, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.

წყარო: "ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×