რეზონანსი
21.04.2020

თიკა მახალდიანის მეუღლე თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

„ბედნიერია თამუნა ამ ვიდეოში. თავის ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტი რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით ოჯახი განადგურებულია საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა გიჟი ბებია და მეგობარი ყველასგან გამორჩენილი ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართავ თხოვნით შსს ორგანოებს.

გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება, მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს.

ქალი რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო სული მისდიოდა იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფს და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.

ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთ საათიან საუბრით და ერთმანეთნა მოფერების ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს რა უთხრა ხან რას ვიგონებ ხან რას.ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს ამას ვერ გაუძლებს ვერავინ რაც ჩემ ოჯახში ხდება.

მინდა მივმართო ასევ იმ საცოდავს მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოს ზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი ეს იქნება მისი მონანიება.

თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს პირადად ჩემთვის უკეთესია უფრო ადვილად მივწვდები, თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას.

დიდი იმედი მაქვს რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ", - წერს თიკა მახალდიანის მეუღლე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×