თამარ შუკვანი
21.04.2020

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა, რომელსაც ვადა დღეს, 21 აპრილს ეწურება, სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. „რეზონანსის" ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვა 27 აპრილამდე გაგრძელდეს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალურად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „რეზონანსს" უთხრეს, გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო იღებს და დაგეგმილია ბრიფინგი, სადაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეებს ოფიციალურად აცნობებენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისათვის, საქართველოში მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება 17 აპრილიდან აიკრძალა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახსნა.

თემის გაგრძელება: ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ კორონავირუსი გავრცელებასთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე - 27 აპრილამდე გახანგრძლივდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×