თამთა ჩაჩანიძე
21.04.2020

 

„თუკი ამ აქციაში ისეთი რაციონალური მარცვალი იქნება, რომელსაც რაც გვაქვს იმ გამოწვევებზე დადებითი შედეგის მოცემა შეუძლია, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება", - ასეთია პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გენადი მარგველაშვილის შეფასება საგანგებო მდგომარეობის დასრულების მოთხოვნით დაგეგმილ ვირტუალურ აქციასთან დაკავშირებით.

აქციის ორგანიზება „ფეისბუკით" ხდება, რისთვისაც შექმნილია სპეციალური ჯგუფი. საგანგებო მდგომარეობის პარლამენტში განხილვის მომენტში, აქციაზე მონაწილეები საკუთარი „ფეისბუკ" ანგარიშებიდან ვირტუალურად პარლამენტის წინ Check-in-ის საშუალებით დაფიქსირდებიან თვის პოზციას ვირტუალურად გამოთქვამენ.

ვირტუალირი აქცია 22 აპრილს, 12:00-დან 14:00 საათამდეა დაგეგმილი.

„უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება!

„ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მივიჩნევთ, რომ მიღებული ზომები არის არაპროპორციული! ჩვენ გვგონია, რომ ასე თავს ვიღუპავთ და ვერც ვირუსს დავამარცხებთ. დაგვიბრუნეთ თავისუფლება და არჩევანის უფლება! გააუქმეთ საგანგებო მდგომარეობა!" - ნათქვამია „ფეისბუკ" განცხადებაში.

პარლამენტში საგანგებო სხდომა 22 აპრილს გაიმართება და დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

მარგველშვილი მიიჩნევს, რომ თუ დანონსებული აქცია ოპოზიციის გარკვეული ჯგუფების მიერ ხელისუფლების მისამართით მორიგი ტალახის სროლაა, მათ მიერ წამოყენებული საკითხი პარლამენტის სხდომაზე გათვლისწინებული არ იქნება.

„დაანონსებულ აქციაზე გეტყვით, რომ თუკი ამ აქციაში ისეთი რაციონალური მარცვალი იქნება, რომელსაც, რაც გვაქვს იმ გამოწვევებზე დადებითი შედეგის მოცემა შეუძლია, რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება და თუ ის ოპოზიციის მიერ ტყულა უბრალო ლაფის შესხმა, ტალახის სროლა, თუ ჩირქის მოცხება იქნება, ცხადია, ამ ტიპის ოპიზიციას მხოლოდ დამანგრეველი ეფექტის მოტანა შეუძლია და როგორც ადრე კიდევ კაი რომ არ ვითვალისწინებდით, ისე ახლა არ იქნება გათვალისწინებული.

„ვფიქრობ, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც მთავრობის მიერ იქნა გატარებული, ესაა ყველაზე უფრო სწორი, ყველაზე უფრო რაციონალური და ყველაზე უფრო შედეგის მომცემი. ძალიან ცოტა ხარვეზია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობა და ღირსება შენარჩუნებულია. მე თუ მკითხავთ, ქვეყანა და ერი გამთლიანდა კიდეც.

„ამ დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკა კოლაფსის პირას რომ არ მივიდეს, სწორი ნაბიჯებია გაასადგმელი. სწორედ ამ სწორი ნაბიჯებისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, საერთაშორისო დახმარებაც ამ თვალსაზრისით საკმარისად დიდი იქნება და ყველაფერი თავის ადგილზე იქნება" - განაცხადა მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×