თამარ შუკვანი
21.04.2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოემხაურა, რომელმაც თქვა, რომ მოსკოვი მზად არის განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება ქართულ მხარეს ექნება. აბაშიძის განცხადებით, ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა მის კოლეგა რუს დიპლომატ გრიგორი კარასინთან შესახვედრის დროს.

მისივე თქმით, ლავროვის წინადადება მსგავსი ფორმატით საქართველოსთვის მიუღებელია და სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა უნდა გაგრძელდეს „პრაღის ფორმატით".

„ეს საკითხი არ განხილულა. ზოგადად, სავაჭრო წარმომადგენლობის ფორმას საქართველოს კანონდებლო არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემატიკის განხილვა უნდა გაგრძელდეს ე.წ. პრაღის ფორმატში, სადაც ამ კუთხით გვაქვს ხელშესახები შედეგები.

„საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თბილისსა და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოების შემადგენლობაში არსებული საქართველოს და რუსეთის ინტერესების სექციების პოტენციალის გამოყენება," - აღნიშნა აბაშიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

კითხვაზე, პანდემიის დროს და არსებული ვითარების ფონზე, რატომ გაახსენდა ლავროვს საქართველო, დასძინა, რომ „ეს უკვე ბატონ ლავროვს უნდა ვკითხოთ."

სერგეი ლავროვის განცხადებით კი, სავაჭრო მისიებსაც გარკვეული შეთანხმებები სჭირდება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაიმე განსაკუთრებით სარგებელს მოგვცემს, მაგრამ თუ ისინი ამას შემოგვთავაზებენ, ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ შესაძლებლობას," -აღნიშნა ლავროვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×