თამარ შუკვანი
21.04.2020

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ერთი კვირის წინ თქვა, რომ მოქალაქეებს, ვინც სამსახური დაკარგა, ხელისუფლება კომპენსაციის სახით, 150 ლარზე მეტს დაურიგებს, თუმცა, ეს დაპირება ამ დროისთვის არ შესრულება.

როგორც უმრავლესობის წევრმა, რევაზ არველაძემ „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე მთავრობა ხვალ, 22 აპრილს იმსჯელებს, თუ რა თანხის გაღება შეუძლია სახელმწიფოს. მისივე თქმით, ეს კომპენსაცია მხოლოდ 150 ლარი არ იქნება.

„ამ საკითხზე საუბარი ხვალ გვექნება პარლამენტში. თვითონ ფინანსთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს, თუ რა საშუალება აქვს ბიუჯეტს. პირველ რიგში განიხილავს ირაკლი კოვზანაძის კომიტეტი. შესაძლებელია გაიზარდოს (იყოს 150 ლარზე მეტი)," - თქვა არველაძემ.

14 აპრილს გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, „150 ლარი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×