რეზონანსი
22.04.2020

გიორგი თევზაძემ, რომელსაც ორ დიდ სათბურში ბროკოლი მოჰყავს, სოციალირ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც თავის ერთ-ერთ სათბურს აჩვენებს და საუბრობს, როგორი დიდი პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც მანქანებით გადაადგილება აიკრძალა, ბროკოლის გაყიდვის კუთხით.

თუმცა, როგორც გიორგი წერს, ერთმა კეთილმა ადამიანმა მისი მოსავალი ბავშვთა სახლებისა და მოხუცებულთა თავშესაფრებისთვის შეიძინა.

"მეგობრებო, მინდა გაგახაროთ. წეღან ერთმა კეთილმა ადამიანმა იყიდა ჩემი ბროკოლი მოხუცთა თავშესაფრებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის. მადლობა თქვენ გვერდში დგომისთვის და მადლობა კეთილ ადამიანს ასეთი სიკეთისთვის. ის, რომ მე ბროკოლი გავყიდე, არ ნიშნავს, რომ სხვა ფერმერს იგივე პრობლემა არ უდგას, ძალიან ბევრს უფუჭდება მოყვანილი მოსავალი, მათ სახელმწიფოსაგან დახმარება სჭირდებათ"- ამბობს ვიდეოში.

ფერმერი გიორგი გახარიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს დახმარებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×