რეზონანსი
22.04.2020

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელინ, ნათია ჯანიაშვილი წერს, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო იგი მედიკამენტების შოვნას ვერ ახერხებდა, ამაში კი მას ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი დაეხმარა.

“ეს უნდა დავწერო! მადლობა ადამიანს რომელსაც პირველად შევხვდი დღეს, არ ვიცი მისი არც სახელი, არც გვარი.

უკიდურესად მჭირდებოდა გარკვეული მედიკამენტები. გურჯაანის რ-ნ სოფ. კალაურში გავაჩერე გამვლელი პატრული, რომელმაც რამოდენიმეგან სცადა დაკავშირება და გამიწია მყისიერი მხარდაჭერა.

p.s. როდესაც წამლები მომიტანა და გადმომცა გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე გახარებული იყო. სწორედ ამ ადამიანობის გამო უღრმესი მადლობა მას!!!“ - წერს ნათია ჯანიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×