ორი შვილის მარტოხელა დედა დახმარების მიზნით, „პრაიმტაიმს" დაუკავშირდა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა დახმარებას ვითხოვ, მაგრამ მოხუცი მშობლებისა და შვილების გამო, იძულებული ვარ ასე მოვიქცე.
აქამდე ყველა სირთულეს ჩემი შრომით ვებრძოდი და ელემენტარული პირობების შექმნას ვახერხებდი..." - ასე დაიწყო საუბარი სასოწარკვეთილმა დედამ.
ეკა მამულაშვილი რესტორანში მუშაობდა, მწირი ხელფასით ბინის ქირის გადახდასაც ახერხებდა და მოხუცი მშობლებისა და შვილების გამოკვებასაც.
თუმცა, კორონავირუსის გავრცელებისთანავე მისი სამსახური დაიხურა, ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა.
რუსთავში მდებარე რესტორნის კლიენტურა ავტომანქანებით მოვაჭრეები და უცხოელები იყვნენ. ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის გამო, ეკას სამსახურის დახურვა იმაზე ადრე გამოიწვია, ვიდრე ამას მთავრობა გადაწყვეტდა.
ამ ოჯახის მთავარი პრობლემა მხოლოდ უმუშევრობა და უსახლკარობა არაა. 9 წლის მათეს რთული ფორმის ჩიყვი და ავიტამინოზი აქვს. თუ საკვები მოაკლდა და საათობრივი რეჟიმი ვერ დაიცვა, ძალიან ცუდად ხდებაო, ამბობს სასოწარკვეთილი დედა.
უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა თავისი ოცნება სოციალურ ქსელში დაწერა - ის სოფელში მიტოვებულ სახლს ეძებდა, სადაც ოჯახთან ერთად იცხოვრებდა, მიწას დაამუშავებდა და საკვებს საკუთარი შრომით მოიპოვებდა.
მას მალევე ინგლისში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გამოეხმაურა და კასპის რაიონში გადასვლა შესთავაზა.
ეკა ამბობს, რომ სოფელში გადასასვლელად ისეთი აუცილებელი ნივთები სჭირდება, როგორებიცაა: საწოლი, მაგიდა, სკამები, კარადა, გაზქურა, მაცივარი, გამათბობელი და სარემონტო საშუალებები სააბაზანო ოთახის მოსაწყობად.
იმის გამო, რომ შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქალი თავად ვერ უზრუნველყოფს ამ ინვენტარის ყიდვას, დახმარებას საზოგადოებას სთხოვს - გადასცენ ის ნივთები, ვისაც უფუნქციოდ აქვს და აღარ სჭირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე