რეზონანსი
23.04.2020

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ცხედარი აკლდამაშია დაკონსერვებული.

გარდაცვლილის მეუღლის, მამუკა ნაჭყებიას განცახდებით, ცხედარი სპეციალური ხსნარით დაამუშავეს და აკლდამაში, კედელში შეასვენეს.

მისი თქმით, ცხედარს ან კრემაცია უნდა ჩატარებოდა, ან ასეთი წესით მომხდარიყო დაკონსერვება.

საელჩოს აქტიური ჩართულობით, ცირა ალიხანაშვილის ცხედარი კრემაციას გადაურჩა.

„სალეჩო არის ჩართული აქტიურად. ასევე ჩვენთან იყო მეუფე მოსული, რომელმაც ამ მხრივ დახმარება აღგვითქვა. დაგვპირდნენ, რომ ეს პანდემია, როგორც კი გადაივლის, დადგენილ ვადაზე ადრე შეძლებენ ჩემი მეუღლის ცხედრის გადმოსვენებას", - ამბობს ნაჭყებია „პრაიმტაიმთან".

ამ ტრაგედიის შემდეგ მამუკა ნაჭყებიას ოჯახში კარგი სიახლეც არის. მას და მის მცირეწლოვან შვილებს უცნობმა ადამიანმა თბილისში ბინ აჩუქათ.

მამუკა ნაჭყებიას ამის შესახებ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში", თავად გადაცემის წამყვანმა შეატყობინა.

ნაჭყებიების ოჯახს საჩუქარი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაუკეთა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. თავად მამუკა ნაჭყებიამ, საჩუქრის გადაცემის დროს ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.

34 წლის ცირა ალიხანაშვილი მეუღლესთან ერთად ესპანეთში სიმსივნის სამკურნალოდ გაემგზავრა, თუმცა იქ ჩასულს ქალს კორონავირუსი დაემართა, რის გამოც მდგომარეობა დამძიმდა. ცირა 20 მარტს ბარსელონაში გარდაიცვალა.

მას 5 მცირეწლოვანი შვილი შვილი დარჩა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×