რატომ ვითარდება ეპიდემია განსხვავებულად საქართველოში
თამთა ჩაჩანიძე
23.04.2020

„საქართველოში აშკარად სხვანაირად მიდის ინფექცია, ეს ფაქტია და ამას ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერ გავექცევით - არ ვიცი ეს რას დავაბრალო, ექიმების თავგანწირვას, ჩვენს ორგანიზმს, იმუნიტეტს, ჰავას, თუ რას, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ მხრივ საქართველო ნაკლები ტოქსიკურობით და ტრაგიკული შემთხვევების ნაკლებობით გამოირჩევა" - ამის შესახებ „რეზონანსთან" ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

ხმალაძე ინფექციონისტთა იმ ნაწილს ეთანხმება, რომლებიც ეპიდსიტუაციის შენელებას ზაფხულის პერიოდისთვის ვარაუდობენ, მისივე თქმით, მაისის ბოლოსთვის ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნება.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ ეს ეპიდემიის დრო დისტანცირებით შემცირდეს, იმიტომ, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ იშვიათად არის ხოლმე პრეპარატები - ძირითადად პროფილაქტიკური ზომები ტარდება. გრიპის საწინააღმდეგო წამალი პრინციპში არ არსებობს, არსებობს ზოგადი იმუნიტეტის გამაძლიერებელი პრეპარატები.

„რადგან ამ ეტაპზე ვირუსის საწინააღმდეგო არც პრეპარატი და არც პროფილაქტიკა არსებობს, ამიტომ ეს ყველაფერი ძალაუნებურად გარკვეულ დროს მოითხოვს, მაგრამ, ჩვენ რომ ეს ხელოვნურად ვწელოთ, ეს ასე არ ხდება. მანამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, სანამ ვირუსი იქნება. ეს რამდენ ხანს მოიცავს, ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა და ხალხი სოციალური დისტანცირებისთვის - სხვა არაფერი.

„ჯერ ერთი საქართველოში აშკარად სხვანაირად მიდის ინფექცია, ეს ფაქტია და ამას ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ გავექცევით. არ ვიცი ეს რას დავაბრალო, ექიმების თავგანწირვას, ჩვენს ორგანიზმს, იმუნიტეტს, ჰავას თუ რას, მაგრამ ფაქტია,რომ ამ მხრივ საქართველო ნაკლები ტოქსიკურობით და ტრაგიკული შემთხვევების ნაკლებობით გამოირჩევა.

„ნებისმიერი ინფექციის დროს ე.წ. იმუნური ფენა უნდა შეიქმნას, ანუ, ის ხალხი, ვინც ვირუსი ზოგმა მძიმედ, ზოგმა ადვილად და ზოგმა საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანა.

„ცნობილი ფაქტია ის,რომ რაც უფრო მაღალი ტემპერატურა იქნება და ზაფხულისკენ წავალთ, ანუ მაისის ბოლოსთვის ბევრად უფრო უკეთეს სიტუაციას ველოდებით.

« ამ დროს ადამიანთა იმუნიტეტიც უკეთესია, ზამთარში იმუნიტეტი ბევრად უფრო სუსტია, გადაციების და კვების გამო ორგანიზმში გარკვეული ცვლილებებია, როდესაც ეს პერიოდი ჩამთავრდება, მერე ერთის მხრივ გამოჯანმრთელებული ფენა და მეორეს მხრივ გაძლიერებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები წამოვლენ და ამითი დამთავრდება ეს ყველაფერი" - განაცხდა ხმალაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილიც ამავე აზრზეა, რომ ზაფხულისთვის ინფექციის ინტენსივობა შენელდება, თუმცა საზოგადოებას აფრთხილებს, რომ შესაძლო შემოდგომის დადგომიდან ინფექციის გავრცელება ისევ გაიზარდოს.

« იმედს ვიტოვებთ, რომ სეზონი გარკვეულწილად მხარს დაგვიჭერს. ამაზე მე არ ვიცი სხვა ეპიდემიოლოგებს რა შეხედულება აქვთ, ალბათ, არ შეგვეწინააღმდეგებიან იმაში, რომ მოსალოდნელია ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კოვიდ ინფექციაზე იმოქმედოს იმ გარემო ფაქტორებმა, რაც ჩვეულებრივ მოქმედებს ხოლმე სხვა რესპირაციულ ვირუსებზე.

« მისი გავრცელების ინტენსივობა საიმედოდ ალბათ უფრო ნაკლები გვექნება ზაფხულში და უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის, როცა სავარაუდოდ, კიდევ იქნება ამ ინფექციის გავრცელების ზრდა" , - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×