რეზონანსი
23.04.2020

„გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ორგანიზებით, იპოდრომის ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.

„გირჩის" ლიდერები და მოქალაქეები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით 14:00 საათისთვის შეიკრიბნენ.

ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველები.

ზურაბ ჯაფარიძე და აქციის რამდენიმე მონაწილე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც სამართალდამცველებმა მათ განუმარტეს, განყოფილებაში იდენტიფიცირების მიზნით გადაჰყავთ, რის შემდეგაც მათი დაჯარიმება მოხდება.

თავად ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პირადად მას აქციის ორგანიზებისთვის აჯარიმებენ.

ამასთან, აქციაზე რამდენიმე ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×