თამარ შუკვანი
24.04.2020

„ამ ეტაპზე, ჩვენთან 42 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა უცვლელია. ინფექციურ საავადმყოფოში სულ 5 კრიტიკული პაციენტი გვყავდა, ისინი სტაბილურად არიან. მძიმე პნევმონია ჰქონდა 17 პაციენტს. ჩვენთან მოხდა პირველად არაინვაზიური ვენტილაცია, სიპაპრეჟიმის გამოყენება პირველად და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ბოლოს გვყავდა 2 კრიტიკული პაციენტი და მათი მდგომარეობაც უკვე სტაბილურია," - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 23 აპრილს ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გადაიყვანეს და მისი წყარო დადგენილი არ არის. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში და მათი მონიტორინგი ხორციელდება.

„ჩვენ დაახლოებით პირველი თებერვლიდან ვემსახურებით კოვიდ-ინფიცირებულებსა და საეჭვო შემთხვევებს, პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-მდე პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა და გამოჯანმრთელებული გვყავს 56.

„ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა უცვლელია, როგორც მოგახსენეთ გუშინ. ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის 431 დადასტურებული, ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მოიმატა და გახდა 114, მათგან 3 ჩვენს ცენტრში გამოჯანმრთელდა," - თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, მძიმე პაციენტების მდგომარეობა უცვლელი რჩება:

„მათი მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება. კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან, მათთანაც მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირება კი არა, გაუმჯობესება აღინიშნება დინამიკაში. გუშინ ჩვენთან დღის მეორე ნახევარში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა, ამ პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, ხდება მისი კვლვევა, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისათვის, ამ მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 431 შემთხვევაა, მათ შორის 114 გამოჯანმრთელებულია, 3 - გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში5888 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×