რეზონანსი
24.04.2020

აქციაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წამოძახილის „კაა"-ს ავტორმა, ლაშა ცუცქირიძემ ცოლი მოიყვანა. ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს.

"ეს არის სიყვარული

ეს არის ბრძოლა და მოძრაობა დინების წინააღმდეგ!საყოველთაო კარანტინის და შეზღუდვების პირობებში, როდესაც ქოცების გარდა მანქანით გადაადგილება შეზღუდულია ყველა სულიერისთვის, ლაშამ და ლინამ გადაწყვიტეს, დაქორწინდნენ და ორთაჭალიდან (ლინას სახლიდან) საბურთალომდე საქორწინო მოგზაურობაში მოდიან ფეხით - უკვე საერთო სახლში (ფოტო გზიდან)

ეს არ არის მხოლოდ ქორწინება, ამავდროულად ეს არის ამბოხი! დანაშაულებრივი სისტემის მიერ, შემოთავაზებული რეჟიმის წინააღმდეგ!

ბედნიერება და წარმატებები თქვენ, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო მეგობრებო, რაც შეიძლება მეტი გული ვაჩუქოთ ამ წყვილს"- წერს კუპრავა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×