რეზონანსი
25.04.2020

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რუსა რუსიტაშვილი შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"ამ კორონას საქართველოში დაფიქსირების დღიდან ამაყი ვიყავი რომ ჩვენი ექიმები მომზადებულები შეხვდნენ, ჩვენმა მთავრობამ შეუძლებელი გააკეთა და რაღაცნაირად ამ შეზღუდვებით შეაჩერა გავრცელების პროცესი, თურმე ჭურში ვზივარ სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით… რაც გუშინ გადაგვხვდა ჩემი აზრით კრიმინალია და ვთვლი რომ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ვერ უზრუნველყო ჩვენი ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოოება.

მოკლედ ალექსანდრეს რომელიც სულ რაღაც 3 წლისაა 4 დღეა სიცხე აქვს და ოჯახის ექიმმა გადაგვამისამართა ანალიზებზე ჟვანიას კლინიკაში და აქ იწყება კოშმარი...

კლინიკაში მისვლისთანავე ატყდა გამიშვი გამატარე სიცხიანი აქ ვინ გამოგიშვათ კრიმინალია ოჯახის ექიმის მხრიდან ეხლა ბავშვის აქ გამოგზავნაო, არადა, უბრალოდ, სისხლის ანალიზის გასაკეთებდად მივედით და ვერაფრით ვერ ვიგებ ამხელა კლინიკაში რატომ აღმოჩნდა შეუძლებელი ამ მომსახურების მიღება…

როგორც ამიხსნეს ვერ მომემსახურებოდნენ ვინაიდან იყო სიცხიანი და სავალდებულო იყო ტესტი კორონაზე და მათ არ გააჩნდათ არანაირი ტესტი გამოიძახეს 112 სასწრაფო.

საათნახევარში მოვიდა სასწრაფო... ამ პერიოდში ვიყავით ცალკე ოთახში და ხდებოდა მხოლოდ შუშის მიღმა ურთიერთობა ექიმთან. ვერც ერთი ექიმი ვერ დავითანხმე ვერც სისხლის ანალიზზე ვერც გასინჯვაზე მიუხედავად იმისა. რომ ავუხსენი რომ 2 თვე ვიყავით თვითიზოლაციაში და 99% შანსი არ იყო ბავშვს ჰქონოდა კორონა.  შიშით გვიყურებდნენ როგორც კეთროვანებს.

ბოლოს მოვიდნენ სრული აღჭურვილობით მოგვათავსეს სასწრაფოს მანქანაში და მანდ დამთავრდა ჩვენი გადაყვანის ისტორია, თურმე არცერთ კლინიკასთან არ იყო შეთანხმებული ჩვენი გადაყვანა. სასწრაფოს ექიმმა დაიწყო ტელეფონით ხვეწნა მუდარა სხვადასხვა კლინიკაში იქნებ მიეღოთ ბავშვი, თუმცა უშედეგოდ ყველა კლინიკა ამბობდა უარს.

ამ გაწამაწიაში 38.5 სიცხიანი ბავშვი მეჯდა სასწრაფოს მანქანაში საათზე მეტი, ვცდილობდი დავკავშირებოდი ან ჯანდაცვის სამინისტროს 144-ს ან 112-ს თუმცა ესეც უშედეგოდ არცერთმა არ მიპასუხა მათ შორის არც 112-მა. ყველანაირი მცდელობა უშედეგო რომ აღმოჩნდა

მოვკიდე სიცხიან ბავშვს ხელი და წამოვიყვანე სახლში. გამოვიძახე სასწრაფო პედიატრი, ძალიან დიდი მადლობა მათ დარეკვიდან ზუსტად 5 წუთში გაჩდნენ ჩემთან უპრობლემოდ გასინჯეს ბავშვი და მოგვცეს მკურნალობის დანიშნულება.

ახლა ვინმემ მითხარით ვინ არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე ბავშვს რომ გაურთულდეს ან მართლა რომ ჰქონდეს ბავშვს კორონა, ხომ სათითაოდ უნდა გამოვიყვანო და დავხვრიტო სუყველა!!!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×