რეზონანსი
25.04.2020

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

"საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×