რეზონანსი
25.04.2020

"5 წელია, ვაწარმოებთ ცე ჰეპატიტის აგრესიულ ტესტირებას, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია ჯერ გამოკვლეული და არა მთელი მოსახლეობა - ახლა კოვიდზე ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ მოსახლეობას გამოვიკვლევთ, ან - ნახევარს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი იქნება გატესტილი, უკეთესია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მასობრივი, აგრესიული ტესტირება ტარდება, 8-10 პროცენტია სულ გამოკვლეული და ეს არის მოსახლეობის მაინც მცირე ნაწილი და 90 პროცენტი მაინც გამოკვლევის გარეშე დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×