რეზონანსი
26.04.2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ექვსი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციაში მათ კლინიკაში შვიდი პაციენტი იმყოფება.

„რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მათგან ორის მდგომარეობა რჩება კრიტიკული. ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტები, რომელბიც სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილური რჩება, გართულებების გარეშე. დღეს კლინიკას ექვსი პაციენტი ტოვებს კორონავირუსის გარეშე", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×