რეზონანსი
26.04.2020

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელია, - ამის შესახებ Fox News-ს საგარეო საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა, მუნ ჩან ინმა განუცხადა.

„კიმ ჩენ ინი ცოცხალია და ჯანმრთელია. 13 აპრილიდან ის ვონსანის რაიონში იმყოფება. არანაირი საეჭვო გადაადგილება ჯერ არ დაფიქსირებულა", - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×