რეზონანსი
26.04.2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, - კვირაცხოვლობას. ეს უდიდესი დღესასწაულია. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი-ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო წაკითხული სახარება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან დაკეტილი კარიდან და უთხრა, „მშვიდობა თქვენდა!". მიიღეთ სულიწმინდა. ჩვენ მზად უნდა ვიწოთ სულიზმინდის მისაღებად" - ასე მიმართა პატრიარქმა მრევლს.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×