თამარ შუკვანი
26.04.2020

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მასობრივი ზრდა შეინიშნება; კოვიდ-19 კვირას კიდევ 29 ადამიანს დაუდასტურდა, შაბათს კი 24 ახალი შემთხვევა იყო. ამას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე იმით ხსნის, რომ ქვეყნის მასშტაბით ტესტირებების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, გვაქვს ინფიცირების მკვეთრი ზრდაც.

უნდა ითქვას ისიც, რომ აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესიებში წირვა მაინც ჩატარდა და გარკვეულწილად მოხდა მრევლის თავმოყრაც, რის შედეგადაც მედიკოსთა ნაწილი ახალ ეპიდაფეთქებას ელოდა. აღდგომიდან მე-6-7 დღეს მოხდა სწორედ ინფიცირების მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ ორ საკითხს ენდელაძე ერთმანეთს არ უკავშირებს. როგორც მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ამ პერიოდში ეკლესიები პრაქტიკულად მრევლისგან დაცვლილი იყო.

„ტესტირების რაოდენობა გაიზარდა. ალბათ, გარკვეულწილად, იწყება პიკი. აღდგომის დღესასწაულზე თავყრილობები მაინცდამაინც არ იყო. ეკლესიები პრაქტიკულად დაცლილი იყო. ტესტირებების რაოდენობაც გაიზარდა, იკვლევენ აბსოლუტურად ყველა კლასტერის ეპიდემიოლოგიურ კონტაქტებს.

„გამორიცხული არ არის, რომ დაიწყოს პიკი. ჩვენ ვამბობდით, რომ აუცილებლად მოიმატებს, მაგრამ ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც ძალიან გვაშინებს და გვაფრთხობს. მთავარია მეტად არ მოიმატოს.

„ამ რაოდენობებს უნდა მოვერიოთ. ეს აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ღონისძიებები და ადამიანები კიდევ უფრო გავფრთხილდეთ," - თქვა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×