რეზონანსი
26.04.2020

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა. მიღებული გადაწყვეტილება თეთრიწყაროში გამოვლენილ დადასტურებულ შემთხვევებს უკავშირდება.

ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება.

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 19 პირი.

„თეთრიწყაროში სრულად დადასტურებულია 19 ფაქტი. თეთრიწყაროს მუნიციაპლიტეტის ცენტრში მაცხოვრებლებიდან არის 12 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ იძულებული გავხდით ამიტომ მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ მუნიციპალური ცენტრის ქალაქი თეთრიწყაროს ჩაკეტვა", - განაცხადა მუნნიციპალიტეტის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

ექთნის პირველი დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×