რეზონანსი
27.04.2020

ფლორიდის შტატში 18 წლის გოგონა დააპატიმრეს იმის გამო, რომ ის ძალით ავრცელებდა COVID-19-ს.

ლორენა მარადიაგას ბრალად ედება ტერორისტული ქმედების განხორციელება. გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას დაუდასტურდა კორონავირუსი და აპირებდა ბევრი ადამიანისთვის ძალით გადაედო.

პოსტის ნახვის შემდეგ გოგონას ძებნა პოლიციამ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, პოლიციამ ის მაინც დააპატიმრა გავრცელებული პოსტის გამო, რამაც საზოგადოებაში დიდ პანიკა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×