რეზონანსი
27.04.2020

„ლიბერთი ბანკი" საკუთარი რესურსით განაგრძობს 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით.

ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 -ს მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩასარიცხად. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს, რომლებიც არიან 70 წლის და ზევით.

მაისის თვის პენსია წინასწარ მათ სოციალურ ბარათებზე დღეს ჩაირიცხება. რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ მოქალაქეებს, მათი პენსიები ასევე წინასწარ ჩაირიცხება, ზუსტი თარიღი კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ვინაიდან პენსიის აღებისას, ბანკთან თავშეყრა ვირუსის შესაძლო გავრცელების მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს, თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა ყველა ასაკობრივ პენსიონერს, გრაფიკის მიხედვით, ეტაპობრივად მიეცემა. ამისთვის სპეციალური პლატფორმა myliberty.ge შეიქმნა, სადაც მარტივადაა შესაძლებელი ნახვა, თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიონერი, პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×