
ინფექციონისტების გათვლებით საქართველოში ამჯერად კოვიდ-19-ის პანდემიის პიკური პერიოდია, რომლიც დაახლოებით ორ კვირას გასტანს - ოფიციალური მონაცემებით ინფიცირებულთა როდენობა 500-ის ფარგლებში მერყეობს, გარდცვლილთა როდენობა კი 6-ია, რაც მსოფლიოს რიგი ქვეყნებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა მთაავარი ამოცანაა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.
„მგონი, საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და ათეულობით შემთხვევაა.
"კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს პატარა გორაკი. " - განაცხადა იმნაძემ.
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ კორონავირუსის პიკური პერიოდი დახლოებით ორ კვირას გრძელდება, რის შემდეგაც ინფიცირებულთა რაოდენობის გამოვლინებები ნელ-ნელა დაიკლებს.
„პიკური პერიოდი ზუსტად რამდენხანს გაგრძელდება ვერ გეტყვით, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს არა უმეტეს ერთი ან ორი კვირისა. პიკური პერიოდი ესაა პერიოდი, როდესაც ამაზე მეტი რაოდენობა ინფექციის რიცხოვნობის შემოსავალ-გასავლისა წესით არ უნდა იყოს, ანუ, ნელ-ნელა კლება უნდა დაიწყოს. პიკი ესაა გრაფიკზე ბოლო წერტილი, როდესაც მრუდი უკვე დაღმასვლას იწყებს.
„რა თქმა უნდა, ინფექციების გამოვლინების შემთხვევები იქნება, მაგრამ ამდენი რაოდენობით არა. უკვე ნელ-ნელა დაბლა დაიწევს, ვთქვათ დღეში როდესაც 10-15 ინფიცირებულის აღმოჩენა ხდებოდა, ახლა უნდა მოხდეს უფრო ნაკლები თანდათან 8-7-6 და ბოლოს ეს ყველაფერი გაჩერდება" - განაცხადა მან.
მისივე პროგნოზით, საქართველო კორონვირუსულ ინფექციას გაცილებით ნაკლები მსხვერპლით გადაურჩება.
„უცხოელების კვლევას ინტენსიურად თვალყურს ვადევნებთ და ყოველდღე ერთი და იგივეზეა საუბარი, ბოლოს თუ არ ვცდები გერმანელი მეცნიერების სტატიები წავიკითხე იმის შესახებ, რომ ვირუსზე მზის სინათლე აშკარად მოქმედებს, აშკარად მოქმედებს მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა - რაც ჩვენ ღმერთის წყალობით ზაფხულში გვექნება.
„ასეა, გინდა კორონა დაარქვით და გინდა სხვა სახელი, ვირუსი ვირუსია, ესაა სეზონური დაავადება, როდესაც ადამიანს ყველაზე ცუდ დროს ურტყავს, როდესაც იმუნიტეტი შედარებით დაბალ დონეზეა, ესაა სხეულის გაციება და ავიტამინოზი.
„ამ ვირუსმა ჯერჯერობით ბევრად უფრო დაბალი სიკვდილიანობით და გართულებებით ჩაიარა, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპი ჩაივლის ხოლმე, ასე რომ, ჩემის აზრით საქართველო გადარჩება და გადარჩა კიდევაც და ასე იქნება აწ და მარადის" - განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, უმჯობესი იქნება, თუ საქართველოში ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში დინამიკა შენარჩუნდება, მისივე თქმით, პიკური პერიოდი შიდა გავრცელებიდან 7-8 კვირის შემდეგ დგება.
„როცა შიდა გავრცელება დაიწყო, იქიდან მეშვიდე, მერვე კვირა უნდა გადავთვალოთ. თუ არ ვცდები, დაახლოებით, აპრილის პირველი კვირის ბოლოს გამოცხადდა შიდა გავრცელება და გადავთვალოთ 7-8 კვირა. პიკს ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით, მაგრამ ვნახოთ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და ვნახოთ, როგორ დავითვლით ჩვენც", - განაცხადა ეზუგბაიამ.