
ექვს პაციენტს მეორადი ტესტირება დღეს ჩავუტარეთ. პირველადმა შემოწმებამ გვიჩვენა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ. თუ მეორე ტესტირების პასუხიც იქნება იგივე, მათ ხვალ სახლებში გავუშვებთ, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„დღეისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშა 64 პაციენტია, აქედან 47 შემთხვევაში გვაქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. გუშინ დაგვემატა 7 ინფიცირებული პაციენტი. ორი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა", - აღნიშნა საავადმყოფოს დირექტორმა.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.