
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც კორონავირუსი საქართველოში ვირუსის დადასტურებიდან მალე აღმოაჩნდა. მას ჰქონდა შეხება პაციენტთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა და სამსახურში გავიდა...
ნიკა გამყრელიძეს კორინავირუსი ცალ ფილტვზე პნევმონიით გაურთულდა და კლინიკაში 26 დღე გაატარა.
ტელეკომპანია "ფორმულამ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
როგორც ნიკა იხსენებს, მას შემდეგ, რაც კორონა დაუდასტურდა, იმავე დღეს ჩამოწერა სია, ვისთან ჰქონდა შეხება და საღამოს, როცა თავად კლინიკაში იყო, მისი ყველა კონტაქტი უკვე იზოლირებული გახლდათ.
ნიკას თქმით, თავიდან მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, შემდეგ კი ცალ ფილტვზე პნევმონია აღმოაჩნდა. ბავშვობაში საკმაოდ მძიმე პნევმონია ჰქონდა გადატანილი და შეშინდა - "რაც უნდა ეცადო და არ შეიმჩნიო, მაინც გეშინია", ამბობს ტელეინტერვიუში ნიკა გამყრელიძე, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.