რეზონანსი
27.04.2020

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 მაისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში 15-20 გრადუსი იქნება, 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში 29, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 25 გრადუსამდე მოიმატებს.

სინიპტიკოსები თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან. მხოლოდ ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს კი, 22 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×