რეზონანსი
27.04.2020

 ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალiს მეორე სახელად „სტალინირის" წოდების ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ".

ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×