რეზონანსი
27.04.2020

 დღევანდელი დღიდან თბილისში ელექტრონული სკუტერებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები ვერა-ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე გაჩნდება . ქალაქში ჩამოყვანილია 1000 სკუტერი და მათი სადგომისთვის გამოყოფილი არეალი ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გადანაწილდება.

ამ პერიოდისთვის კი ელ. სკუტერები განთავსდება შემდეგ ლოკაციებზე:

საბურთალო: ი. გაგარინის მოედანზე;

ვაჟა-ფშაველას გამზირის დასაწყისთან და მეტრო „სამედიცინო უნივერსიტეტთან"; იონა ვაკელის ქუჩაზე;

მეტრო „დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე;

მეტრო „ვაჟა-ფშაველასთან"; მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტთან"; პ. ქავთარაძის ქუჩაზე, (Goodwill-ის მიმდებარე ტერიტორიაზე); ა. ყაზბეგი/მ. თამარაშვილის კვეთაზე;

ა. ყაზბეგი/პეკინის კვეთაზე; ა. კალანდაძე/პეკინის კვეთაზე;

პეკინი/ა. მიცკევიჩის კვეთაზე; პეკინი/საბურთალოს ქუჩის კვეთაზე; ს.ცინცაძე/დ.გამრეკელის კვეთაზე;

პეკინი/ბახტრიონის კვეთაზე; პეკინი/ვ. დოლიძის შესახვევთან; მ. კოსტავა/გ. მიროტაძის შესახვევთან;

გიორგი სააკაძის მოედანზე; ა.კალანდაძის ქუჩაზე.

ვერა-ვაკე:ი. ჭავჭავაძის გამზირზე; ი. ჭავჭავაძე/კ. კეკელიძის კვეთაზე; ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე;

ი. ჭავჭავაძე/დ. არაყიშვილის კვეთაზე; დ. არაყიშვილის ქუჩაზე; ი. მოსეშვილი/ნ. ბერძენიშვილის კვეთაზე; ი. აბაშიძიძე/დარიალის კვეთაზე; ი. აბაშიძის ქუჩაზე; ი. აბაშიძე/ლ. კავსაძის კვეთაზე; ი. აბაშიძე/ დ. არაყიშვილის კვეთაზე; მრგვალ ბაღთან; ვ. ბარნოვის ქუჩაზე; პ. მელიქიშვილის გამზირზე; შოთა რუსთაველის გამზირზე; გ. ლეონიძის ქუჩაზე; თავისუფლების მოედანზე. 27 აპრილიდან, თბილისში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, რომელიც ქართულ სტარტაპს ეკუთვნის, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×