
"სალამი პოროშენკოს ნაბიჭვარს პირდაპირ დედაჩემისგან", - ამ სათაურით აქვეყნებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას ვიდეომიმართვას.
ვიდეოში გიული ალასანია უკრაინელ ჟურნალისტს, სერგეი პოიარკოვს პასუხობს, რომელმაც ტელეკომპანია Zik-ის ეთერში კიევთან ახლოს მდებარე სააკაშვილის სახლის ფინანსებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის დედას რომ არ ეჭამა, ესვა და საპირფარეშოში არ შესულიყო, ასეთი მდიდრული სახლის აშენების უფლებას თავს მაინც ვერ მისცემდა.
საპასუხოდ გიული ალასანიამ საკუთარი ანაზღაურების ოდენობა დაასახელა და აღნიშნა, რომ სახლი არც ისე ძვირად ღირებული და დიდია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე