რეზონანსი
28.04.2020

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ აცნობა.

"ჩვენთან 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან. გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი. აქედან მძიმე პაციენტების სიაში მხოლოდ 5 პაციენტი გვყავს, რომელთა მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია" - განმარტა მან.

ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"იცით, რომ გვყავს 11 მოზარდი, მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვადებიდან გამომდინარე, ჯერ ადრეა მათთვის გამოჯანმრთელებაზე ტესტის გაკეთება, ალბათ, რამდენიმე დღეში მათთანაც დავიწყებთ ტესტირებას" - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

“Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×