რეზონანსი
28.04.2020

 დილით მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, კორონავირუსი ბოლნისში ხუთ პირს დაუდგინდა.

ისინი ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი არიან. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდგინდათ.

დღეს დადგენილი ახალი შემთხვევების გათვალისწინებით, ბოლნისში კორონავირუსის 93 დადასტურებული შემთხვევაა.

გუშინ გადაგზავნილი 38 ბიოლოგიური ნიმუშიდან კორონავირუსის ინფექცია არც ერთს არ დაუდგინდა. ისინი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები იყვნენ.

ასევე, დღის განმავლობაში ბოლნისის ცხელების ცენტრში მყოფ ორ პაციენტთან დაკავშირებით ელოდებიან ლაბორატორიული კვლევის შედეგებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×