
"სააკაშვილის შანსების შეფასება მიჭირს, მაგრამ დანიშვნის შემთხვევაშიც, თუ ის ოფიციალურად ჩამოვა საქართველოში, მას დააპატიმრებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დაკავებული თანამდებობა იმუნიტეს არ ქმნის. სხვა საქმეა, დაკავების შემდეგ, ის შეიძლება გადასცენ უკრაინის ხელისუფლებას" - ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამრაძე სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას უკრაინის ვიცე-პრემიერად.
"ზელენსკის კოშმარულ სიზმარშიც არ მოუვიდოდა თავში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა და მით უფრო ვიცე- პრემიერად დანიშვნა, მაგრამ უკრაინის შიგნით და გარეთ არის ძალები, რომელებსაც უარს ვერ ეუბნება, უთხრეს და აკეთებს. გახსოვთ, პუტინმა ახლად არჩეულ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის როგორ მიმართა -პირველ რიგში მიხეილ ნიკოლოზის ძეს მოქალაქეობა დაუბრუნეთო. მეორე დღესვე დაუბრუნა კიდეც. ასევე უკრაინაში არიან პრორუსული მილიარდელები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილი იყოს მთავრობაში რათა გამოიყენონ ის სხვა ოლიგარქების წინააღმდეგ.
რაც შეეხება სააკაშვილის შანსებს, შეფასება მიჭირს, რადგან დიდი ფული ტრიალებს, რომ გავიდეს. ვიცი, რომ ცალ-ცალკე ამუშავებენ რადის დეპუტატებს, თუმცა ასევე ძლიერი და დიდი ფინანსების პატრონებიც არიან უკრაინაში, ვინც ამ გადაწყვტილებას ეწინააღმდეგება. თავად ფაქტი, რომ მმართველ პარტიაში ხმები გაიყო, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წარდგენილია, ბევრ რამეზე მეტყველებს.
დანიშვნის შემთხვევაშიც, თუ სააკაშვილი ოფიციალურად ჩამოვა საქართველოში, მას დააპატიმრებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დაკავებული თანამდებობა იმუნიტეტს არ ქმნის. სხვა საქმეა დაკავების შემდეგ ის შეიძლება გადასცენ უკრაინის ხელისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლება, როგორც ლეგიტიმური ეროვნული ხელისუფლება ვალდებული იყო გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება. შეშფოთება ან აღშფოთება გამოეხატა იმის გამო, რომ საქართველოში გასამართლებული და კანონით ძებნილად გამოცხადებული ადამიანი, მეგობარ ქვეყანაში წარდგენილია ასეთ პოსტზე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუთფლებაში მყოფი ზოგიერთი სხვა ადამიანი არაფრად აგდებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სასამართლოს გადაწყვტილებას," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.