რეზონანსი
28.04.2020

ამ სამი თვის განმავლობაში გარკვეულწილად შევაკავეთ ინფექცია, არ გვქონია დღიურად 50-70-100 ახალი შემთხვევა. ჩვენთვის მთავარია, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა ამ ტიპის ზრდით გავიაროთ, - ამის შესახებ „ტვ პირველის" ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„რამდენჯერმე ვთქვით, რომ პიკში შესვლის პერიოდს შიდა გავრცელების დაწყებიდან ვანგარიშობთ. ეს მოხდა 22 მარტს. სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ პიკური პერიოდი დგება მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირის ფარგლებში. ახლა ვართ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე კვირაში, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის პირველი ორი კვირა იქნება საფრთხილო, როდესაც შემთხვევების მატება გვექნება. ამ სამი თვის განმავლობაში გარკვეულწილად შევაკავეთ ინფექცია, არ გვქონია დღიურად 50-70-100 ახალი შემთხვევა. ჩვენთვის მთავარია, რომ მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირა ამ ტიპის ზრდით გავიაროთ. ახლა გარკვეულწილად პიკში ვართ, მეექვსე-მეშვიდე-მერვე კვირაში ყველა ქვეყანაში პიკური პერიოდია", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×