
საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცინარიძის დაკითხვა ამ წუთებში ქალაქის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს.
საზოგადოებამ ცინარიძის სახელი და გვარი პირველად 2015 წელს გაიგო, როცა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ვინმე ეკა ყურშიტაშვილი იქცა. ვიდეოჩანაწერში, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა, ჩანდა ნასვამ ქალი, რომელიც პატრულმა გააჩერა, ქალბატონმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაურეკა საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს და ამ პატრულებისთვის “ჭკუის სწავლება” სთხოვა.
აქვს თუ არა ამჟამად ურთიერთობა ეკა ყურშიტაშვილს დავით ცინარიძესთან და რა ინფორმაციას ფლობს მომხდარზე, "ამბები" ყურშიტაშვილს დაუკავშირდა:
"ამ წუთას გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით, რომ დავით ცინარიძე დააკავეს. მე მასთან წლებია აღარ მქონია შეხება, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ცნობილ ვიდეოზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით გავრცელდა, კომენტარი გავაკეთე. წლების მანძილზე არ გამიკეთებია კომენტარი დათოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ პიროვნება ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს, რა მოხდა მის ოჯახში არ ვიცი.
წარმოუდგენელია, რომ ცოლს ესრომა იარაღი, მე როგორც ვიცი, ცოლს ყოველთვის აღმერთებდა. მისი მეგობრებიც ამას უსვამდნენ ხაზს, მაგრამ ალბათ ამ კარანტინში კარგად გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, აღარ გვინდა ერთად ყოფნაო. მე კარანტინს ვაბრალებ.
მას შემდეგ, რაც მოხსნეს საპატრულო პოლიციიდან, არც მაქვს ინფორმაცია მასზე, მედიაშიც არაფერი დაწერილა, რომ გამეგო", - განაცხადა ეკა ყურშიტაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე