რეზონანსი
29.04.2020

ჩემი თხოვნაა, კენჭისყრამდე ჩემს უკრაინელ კოლეგებს აჩვენონ ის კადრები, თუ როგორ გამოვიყურებოდი თავდასხმის შედეგად, სასიკვდილოდ მიყენებული ტრავმებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112"-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსის" ეთერში განაცხადა.

,,უკრაინის ბოლო არჩევნებზე მისმა პარტიამ 0,4% მიიღო. ნუთუ შეიძლება ადამიანი, რომელმაც ხმების 0,4 პროცენტი მიიღო, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს!? რა თქმა უნდა, ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი სურვილია სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს, გაასამართლონ და მიუსაჯონ „დამსახურებების" შესაბამისად", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთნ დაკავშირებით წერილითაც მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ უნდა იცოდნენ ვის უყრიან კენჭს საკუთარი სამშობლოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×