რეზონანსი
29.04.2020

მთავრობის დადგენილების მიხედვით, „სუფთა სახლი" ეკონომიკურ საქმიანობას განაახლებს. ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეზეა" ხელმისაწვდომი.

დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქმიანობა არ ეზღუდებათ, შპს "სუფთა სახლიც" დაემატა.

მთავრობის დადგენილება ძალაში 28 აპრილს შევიდა.

მაღაზიების ქსელმა „სუფთა სახლმა" საქმიანობის დროებით შეჩერების შესახებ, განცხადება 10 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×