რეზონანსი
29.04.2020

დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

​„მართალია ეს სწრაფი ტესტია, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში გადავალთ PCR ტესტებზე. მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება და ტესტირება ჩაუტარდებათ. ასევე დაიწყება მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პირების ტესტირება, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია. მიზნობრივი ჯგუფების მოცვით, შეგვიძლია ინფექციის გავრცელების რისკები მნიშვნელოვნად შევამციროთ", - აღნიშნა გოფოძემ.

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×