რეზონანსი
29.04.2020

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ძალადბის მსხვერპლ ქალებს პრობლემის მოგვარების მიზნით მოძალადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.

ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ ძალდობას ხმამაღლა საუბარი დაამარცხებს ამასთან მისი გადაცემის „ფეიბუქზე" გავრცელებული პოსტში ნათქვამია რომ მსოფლიოში იზოლაციის პირობებში ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი გაზრდილია.

„გაერო ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული იზოლაციის გამო, მსოფლიოში, ქალებზე ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგდა. ამ პერიოდში, საქართველოში უფრო და უფრო ნაკლები ქალი მიმართავს ამ პრობლემით სამრთალდამცავებს.

სიჩუმით, ძალადობას ვერ შევაჩერებთ!თითქოს ახალი გამოწვევების გამო, მსხვერპლის პრობლემები დავივიწყეთ.

თუ შენზე ძალადობენ, ნუ გეშინია, არ გაჩუმდე, გახსოვდეს რომ მსხვერპლი არასდროს არის დამნაშავე! გახსოვდეს რომ მოძალადის დასამარცხებლად აუცილებელია ხმამაღლა ისაუბრო შენს პრობლემებზე!

ამიტომ, მოგვწერე პირად შეტყობინებებში და ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ შენს დასახმარებლად!"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×