„თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, ვთქვათ ივლისის ბოლომდე, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება“
ია აბულაშვილი
29.04.2020

„საგანგებო მდგომარეობა თუ გაგრძელდა, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვეღარ მოესწრება და არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდება, შერეული სისტემით, რაც აწყობს ხელისუფლებას და იტყვის, რომ მე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვერ ესწრება, ასეთ დღეში ჩაგვყარა კორონამ," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთანავე განახლდება მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, პარლალერად დაიწყება მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროში.

„საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მოხდეს არჩევნებმადე ორი თვით ადრე, ერთი თვე სჭირდება საჯარო განხილვას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე ინიშნება არჩევნები, მაგრამ თუ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდა მაისში და კორონვრიუსთან დაკავშირებით კვლავ გაგრძელდა, ვთქვათ ივლისის ბოლომდე, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება, რადგან ივლისის შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ტექსტი. ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება ძველი სისტემით, რაც აწყობს ხელისუფლებას; იტყვის, რომ მე მზად ვიყავი ცვლილებებისთვის, მაგრამ ვერ ესწრება, ასეთ დღეში ჩაგვყარა კორონამო.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ოპოზიციის კრიტიკა იქნება მეშვიდე ხარისხოვანი. მაგრამ თუ დასავლეთის მხრიდან იქნება მკვეთრი რეაქცია, მაშინ შეიძლება არჩევნების ჩატარების ვადამ გადაიწიოს და ჩატრადეს იმ სისტემით რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×