რეზონანსი
29.04.2020

ბოლო 4 თვეში 100-მდე ძაღლი მოკლეს და აწამეს - ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ ძირითადად ცხოველებზე მოძალადე ადამიანებს არ სჯიან.

„როდემდე უნდა აფარებდეს პოლიცია ხელს ძაღლის მკვლელებს? როდემდე უნდა დაეთრეოდნენ დაუსჯელი საზოგადოების ეს აყროლებული ფურუნკულები?

ბოლო 4 თვის განმავლობაში 100 - ზე მეტი შემთხვევა მოხდა ძაღლის წამების და მკვლელობის. არც ერთი კრიმინალი არ დასჯილა.

დღეს, პოლიციის უმოქმედობით გათამამებულმა მანიაკებმა, კიდევ ერთი უდანაშაულო ძაღლი მოკლესთბილისში, აეროპორტის დასახლებაში. როდემდე ბატონო პოლიციელებო?" - წერია თავშესაფრის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×